საზონოვის კიდევ ერთი მატჩი სერია A-ში

0
40

საბა საზონოვმა „ტორინოს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი შეხვდრა ჩაატარა, მაგრამ სასტარტოში ვერც ამჯერად მოხვდა. 29-ე ტურში 29-ე ტურში ტურინელები „უდინეზეს“ ესტუმრნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში საპატამ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე უდინელთა კარი ვლაშიჩმა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა და 4 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. „ტორინოს“ 4-მატჩიანი წაუგებელი (ერთი გამარჯვება და 3 ფრე) აქვს და 41 ქულით 20-გუნდია ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ქვედა ექვსეულში „ვოლფსბერგერი“ „ტიროლს“ ეწვია და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი