
ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ წაუგებელი სერია საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში შეწყდა. ჟირონდელები სტუმრად „ანესის“ დაუპირისპირდნენ და 1:3 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა მე-40 წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანეს. „ანესი“ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დაწინაურდნენ და 65-ე წუთზე „ბორდოს“ კარი კიდევ ერთხელ აიღეს. „ანესისთან“ დაპირისპირებამდე ჟირონდელებს ზედიზედ 5 თამაში არ წაუგიათ (2 გამარჯვება და 3 ფრე) – 37 ქულით 20 გუნდში მე-13 ადგილზე არიან.
იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში „სპეცია“ გასვლაზე „რეჯანას“ დაუზავდა – 0:0. სტუმართა განაცხადში ქართველი მცველი ივა გელაშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. „სპეცია“ 31 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




