ლევან კუტალია კარიერას საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს, რის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახუსი იუწყება. ბოლოს კუტალია ერევნის “ალაშკერტში” გამოდიოდა, რომელის გასული წლის დეკემბერში დატოვა. მან სომხურ გუნდში ჩატარებულ 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა. “ალაშკერტამდე” 34 წლის თავდამსხმელი “ზუგდიდში”, ბოსნიის “სლავიასა” და “ზრინსკიში”, “ზესტაფონში”, “შუქურაში”, მარტვილის “მერანში”, “ოდიშში”, “ტორპედოში”, თბილისის “დინამოში”, ყაზახურ “ირტიშში”, თელ ავივის “ჰაპოელში”, “ჰაპოელ უმ ალ-ფამში” და თელ ავივის „ნეს ციონაში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





