ჭანტურიშვილი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

0
60

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. „იაბლონეცი“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი გამოდის გასვლაზე ლიბერეცის „სლოვანს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან თანაგუნდელის პასის მერე მასპინძელთა საჯარიმოში როგორც მცველს, ასევე მეკარეს დაასწრო, რის შემდეგ ბურთი კარში გადაგზავნა – 1:3. ის „იაბლონეცში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 22 შეხვედრაში 3 ბურთი მიითვალა. დარჩენილ დროში „სლოვანმა“ ორი გოლი გაიტანა და ქულა გადაარჩინა. „იაბლონეცი“ 24 ქულით 16 გუნდში მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი