ლობჟანიძემ MLS-ში ახალი სეზონი მარცხით დაიწყო

0
65

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ში ახალი სეზონი წაგებით დაიწყო. ატლანტელები პირველ ტურში სტუმრად „კოლამბუსს“ შეხვდნენ და 0:1 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.  ის „ატლანტაში“ მეორე სეზონს ატარებს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე ერნანდესმა გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში „ბორდომ“ „გენგამს“ უმასპინძლა და 1:0 მოიგო. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში დაბრუნდა და 86-ე წუთზე შეცვალეს. „ბორდო“ 35 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი