ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, გაბრიელ სიგუამ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა. შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში „ბაზელი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის სტუმრად „ივერდონს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
სიგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ერთი შეხებით გააჩერა და მეორეთი კარში ზუსტად გაგზავნა. 18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც “ბაზელში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, 11 მატჩში თავი მესამედ გამოიჩინა. მან, 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 61-ეზე შეცვალეს. სტუმრებიდან მეორე ბურთი 83-ე წუთზე ბარიმ გაიტანა და სამი ქულა გაუნაღდა. „ბაზელი“ 31 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





