გიორგი ჩაკვეტაძე „უტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა, მაგრამ თანაგუნდელის ტრავმის გამო თამაშში პირველ ტაიმში ჩაერთო. ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდმა“ „ჰადერსფილდი“ მიიღო და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი შეცვლაზე კაიემბეს ნაცვლად შევიდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „უოტფორდი“ 55-ე წუთზე დენისმა დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე უორდმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მან 83-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ამ გოლმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფში ზედიზედ მე-5 თამაში წააგო და 44 ქულით 24 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





