ლოჩოშვილი არ ათამაშეს – „კრემონეზემ“ კონკურენტს ვერ მოუგო

0
39

„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია B-ს 26-ე ტურში ზედა ლიგაში აღზევებისთვის ერთ-ერთ კონკურენტ „პალერმოს“ შინ ვერ მოუგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი წინა ტურის მსგავსად ისევ თადარიგში იყო, მაგრამ იმ განსხვავებით, რომე ამჯერად წუთითაც არ ათამაშეს. მე-18 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მასპინძლებს სემიკოლა გაუძევეს, ხოლო ბრუნორიმ პენალტი ზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე, რანოკიამ პალერმოელები კიდევ უფრო დააწინაურა.
„კრემონედან“ 49-ე წუთზე ერთი ბურთი კასტანეტიმ გაქვითა, ხოლო ერთ წუთში  კოდამ ანგარიში გაათანაბრა – 2:2. „კრემონეზმ“ ზედიზედ მეორე თამაში ფრედ დაასრულა და 47 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.|
სერია A-ს 26-ე ტურში „ემპოლი“ სტუმრად ცხილში მეზობლად მყოდ „სასუოლოს“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ განაცხადში ისევ მოხვდა, მაგრამ მისი დებიუტი გადაიდო. „ემპოლი“ 25 ქულით 20 გუნდში მეცამეტეა
ლაშა თაბაგარი