„ალ ახდუდი“, რომელშიც საბა კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში სტუმრად „ალ-ტაავუნთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველსო ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა საწყის 10 წუთში 2:0 დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა 57-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს. „ალ-ტაავუნმა“ მესამე გოლი 86-ე წუთზე გაიტანა. „ალ ახდუდი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში „კრაკოვია“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე ირიცხება, სტუმრად პიასტის „გლივიცეს“ გასვლაზე უგოლო ფრეზე გაეყარა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა კრაკოველებში ორი ტაიმი გაატარა. „კრაკოვია“ 26 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასაში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





