„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მფრანჩესკო კალცონამ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია იმ რეაქციის გამო დასაჯოს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ბარსელონასთან“ (1:1) მატჩში 68-ე წუთზე შეცვლის შემდეგ ჰქონდა. კვარაცხელია უკმაყოფილო დარჩა მწვრთნელის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელი არ ჩამოართვა და არც სათადარიგოთა სკამზე მივიდა თანაგუნდელებთან, ხოლო თამაშის შემდეგ სტადიონი პირველმა დატოვა.
გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, კალცონა კვარაცხელიას საქციელმა გააბრაზა და ქართველს პირადად ესაუბრა, რითაც აგრძნობია, რომ ფეხბურთელის ასეთი რეაქცია მისთვის მიუღებელია.
კლუბის ხელმძღვანელებმა შესაძლოა კვარაცხელია დააჯარიმონ და გამორიცხული არაა, მან იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში „კალიარისთან“ მატჩი თადარიგში დაიწყოს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ “ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
