“სამგურალმა” ბრაზილიელი გარემარბი დაიმატა

0
42

წყალტუბოს “სამგურალში” ბრაზილიელი გარემარბი ჟან როდრიგეში ითამაშებს. კლუბის პრესსამსახურის ინფიორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჟან როდრიგეშისთვის ,,სამგურალი” პირველი უცხოური კლუბია. ის მანამდე, ბრაზილიაში ,,ფლუმინენსეს” 17 წლამდე გუნდში, ,,რივერ ატლეტიკოს” 20 წლამდე გუნდში და ,,სპორტ რესიფეში” (U20) თამაშობდა. ჟან როდრიგეში ,,სამგურალში” ,,სპორტ რესიფედან” გადავიდა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი გუნდთან ერთად იმყოფებოდა ანთალიაში შეკრებაზე, სადაც ,,სამგურალმა” ყაზახური ,,ჟენისი” სწორედ მისი გოლით დაამარცხა (1:0).
ლაშა თაბაგარი