საზონოვი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა

0
54

საბა საზონოვს „ტორინოში“ სათამაშო პრაქტიკა ძალიან შეუმცირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ იტალიური გუნდში დიდი სათამაშო დრო არც მანამდე ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მოედანზე ერთი წუთითაც არ უშვებენ.
იტალიის სერია A-ს 21-ე გამოტოვებულ ტურში „ტორინომ“ რომის „ლაციო“ მიიღო და 2 უპასუხო გოლი გაუშვა. საზონოვმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. უგოლო პირველი ტაიმის მერე 50-ე წუთზე გენდუზიმ ანგარიში გახსნა, ხოლო ექვს წუთში კატალდიმ მასპინძლების კარი მეორედ აიღო.
„ტორინოს“ 36 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი