ობამეიანგი ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

0
66

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ევროპა ლიგის/უეფას თასის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბო,ბარდირი გახდა. ტურნირი 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „მარსელმა“ შინ დონეცკის „შახტარი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო გაბონელმა ერთი გოლი გაიტანა.
34 წლის ობამეიანგმა კარიერის მანძილზე ევროპა ლიგაში 31-ე გოლი მიითვალა. უეფას პრესსამსახურის ინფორმაციით, აფრიკელმა ერთი ბურთი გაასწრო კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს. მესამე ადგილს ბილბაოს „ატლეტიკის“ ექსფორვარდი არიც ადურიცი და „რომას“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იყოფენ.
ლაშა თაბაგარი