„ნავბახორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგიდან ტაბატაძის ავტოგოლით გავარდა

0
46

ნამანგანის „ნოვბახორი“, რომელშიც ორი ქართველი ფორვარდი თომა ტაბატაძე და გიორგი ნიქაბაძე გამოდიან, აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალის პირველი შეხვედრა უზბეკურმა გუნდმა შინ უგოლოდ დაასრულა საუდის არაბეთის „ალ იტიჰადთან“, რომლის მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდოა და სადაც ქარიმ ბენზემა გამოდის, ხოლო საპასუხო დაპირისპირიბაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის 25-ე წუთზე „ნავბახორის“ ფეხბურთელმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ბენზემამ თავით ავტოგოლი გაიტანა.  მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე „ალ იტიჰადის“ სტანდარტულის დროს „ნავბახორის“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მისი პასის მერე ჰამედ-ალაჰმა თავით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და თავის საჯარიმოში მდგომი ტაბატაძე შეეცადა მოეგიერებინა ბურთი, რომელიც ისე „მოიჭრა“, რომ შორეულ ძელს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. ქართველის ავტოგოლი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ტაბატაძე ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ნიქაბაძემ შეცვალა.
ლაშა თაბაგარი