ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა

0
59

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შემდეგ, ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა. აზერბაიჯანის აგდამის “ყარაბაღი”, რომელშიც საქართველსო ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერ ლევერკუზენის “ბაიერს” შეხვდება.
“სპარტა” (პრაღა) – “ლივერპული”
“მარსელი “- “ვილიარეალი”
“რომა” – “ბრაიტონი”
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “გლაზგო რეინჯერსი”
“ფრაიბურგი”  -“ვესტ ჰემი” (ლონდონი)
“სპორტინგი” (ლისაბონი) – “ატალანტა” (ბერგამო)
“მილანი” – “სლავია” (პრაღა)
“ყარაბაღი” (აგდამი) -“ბაიერი” (ლევერკუზენი)
1/8-ფინალის პირველი შეხვედრები 7 მარტს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 მარტს. ევროპა ლიგის ფინალი 22 მაისს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში სტადიონ “ავივაზე” ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი