აგდამის „ყარაბაღმა“, სადაც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება დიდი ბრძოლის შედეგად ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გააღწია. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელებმა სტუმრად პორტუგალიის „ბრაგა“ 4:2 დაამარცხეს და თითქოს საპასუხო დაპირისპირებაში პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. თუმცა, ყველაფერი მოლოდინის საპირისპიროდ განვითარდა.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 70-ე წუთზე „ბრაგა“ ბრუნო ფერნანდეშმა დააწინაურა, ხოლო 83-ე წუთზე ალვარო დიალომ პორტუგალიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. და დამატებითი დრო დაინიშნა. 102-ე წუთზე |ყარაბაღიდან“ თავი მათეუს სილვამ გამოიჩინა, 122-ე წუთზე კი სტუმართა კარი ახუნდზადემ აიღო და ყარაბაღელები მომდევნო ეტაპზე აღმოჩნდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გუგეშაშვილი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





