გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გავიდა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გრაცელებმა სახლში ბრატისლავას „სლოვანი“ 4:1 დაამარცხეს, ხოლო საპასუხო მატჩში მინიმალურია ნგარიშით მოიგეს.
ბრატისლავაში ჩატარებულ თამაშში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი კიტეიშვილი ავსტრიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. სლოვაკებში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშია სასტარტოში მოხვდა და 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანს“ პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ჯერ გუნდის კაპიტან კუცკას დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ სტრელეცმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
54-ე წუთზე მარკ ბიეტერთან ორთაბრძოლის დროს თავის ნახევარზე მყოფ კაშიას ბურთი თავს ზემოთ გადაახტა, ხოლო მერე დანიელი ბარიჩსაც გაცდა და ზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, კაშია მანამდეც რამდენჯერმე შეცდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „სლოვანს“ ბლექმენი გაუძევეს.
ლაშა თაბაგარი





