დონეცკის „შახტარი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში უკრაინელებმა ჰამბურგში ფრანგულ „მარსელთან“ 2:2 ითამაშეს, ხოლო სტუმრად 1:3 წააგეს. მარსელში ჩატარებულ თამაშში აზაროვი დონეცკელთა სასტყარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გოჩოლეიშვილს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
„შახტარი“ მე-12 წუთზე სუდაკოვმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ხოლო 23-ე წუთზე ობამეიანგმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 74-ე წუთზე მარსელელები სარმა დააწინარა, 81-ე წუთზე კი დონეცკელთა კარი კონდოგბიამ აიღო.
ლაშა თაბაგარი





