კიტეიშვილი კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში “ლილს” შეხვდება

0
54

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შემდეგ, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა. გრაცის “შტურმი”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იცავს, ფრანგულ “ლილს” დაუპირისპირდება.
“სერვეტი” – “ვიქტორია” (პლზენი)
“აიაქსი” (ამსტერდამი) – “ასტონ ვილა” (ბირმინგემი)
“მიოლდე” – “ბრიუგე”
“უნიონ სენ-ჟილი” – “ფენერბაჰჩე” (სტამბოლი)
“დინამო” (ზაგრები) -პაოკ
“შტურმი” (გრაცი) – “ლილი”
“მაკაბი” (ჰაიფა)- “ფიორენტინა” (ფლორენცია)
“ოლიმპიაკოსი” (ათენი) -“მაკაბი” (თელ ავივი).
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველი თამაშები 7 მარტს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 მარტს. კონფერენს ლიგის ფინალი 24 მაისს ათენში შედგება.
ლაშა თაბაგარი