გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგასი თავისი მე-5 გოლი გაიტანა. 24-ე ტურში განჯის “ქიაფაზმა”, სადაც პაპუნაშვილი კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ მათე კვირკვიასთან ერთად გამოდის, ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “გაბალა” მიიღო და 2:1 დაამარცხა.
ორივე ჩვენი თანამემამულე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პაპუნაშვილმა ანგარიში მე-19 წუთზე საჯარიმო დარტყმიდანგახსნა. მან 5 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 81-ე წუთზე შეცვალეს. პაპუნაშვილმა, რომელიც “ქიაფაზში” სადებიუტო სეზონს ატარებს 16 მატჩში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. კვირკვიამ მოედანი 76-ე წუთზე დატოვა, ხოლო მანამდე თავისი გუნდისთვის პენალტი მოიპოვა. “ქიაფაზს” 23 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





