ხავი: „კვარაცხელია თავის პოზიციაზეა ერთ-ერთი საუკეთესოა“

0
59

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის პოზიციაზეა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „ნაპოლისთან“ გასამართ მატჩამდე ისაუბრა.
„კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოა. მის მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ“ – ციტირებს ესპანური გრანდის თავკაცს Barca Times.
გასულ კვირაში ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ კვარაცხელიას ყიდვა 2024 წლის ზაფხული უნდა. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა (31 ყველა ტურნირში) – 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი