ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანური შეკრება „ვილიარეალი B”-სთან ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელიც 4:1 მოიგო. მართალია, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილებმა პირველი ტაიმი გიორგი არაბიძის დუბლით და გუნდის ახალწვეულის ბრაზილიელი ფილიპე პირესის სადებიუტო გოლით მოიგეს. შესვენების შემდეგ არაბიძემ პენალტიდან მესამე გოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განვლილ შეხვედრაში “ტორპედომ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
კლიაიჩი, სანდოხაძე, მონტეირო, ელბაქიძე, მანჯგალაძე, გიგაური (კ), ელიტონ ჟუნიორი, პირესი, ჟორჟიონიო, არაბიძე, იონსენი.
ლაშა თაბაგარი





