მამარდაშვილის მე-8 მშრალი მატჩი ლა ლიგაში

0
46

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში კარი მშრალად მერვედ შეინახა. 25-ტურში “ვალენსიამ” ერთ-ერთ აუტსაიდერ “სევილიას” უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მიუხედვდ იმიას, რომ მასპინძლებს ტერიტორიული უპირტესობა ჰქონდათ, გოლი ვერ გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ვალენსიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და ბევრი საქმე არ ჰქონია.
“ვალენსიამ” ზედიზედ 2 მატჩი ვერ მოიგო და 36 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილი მე-8 ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 22-ე ტურში “კარლსრუემ” შინ “ფორტუნას” ვერ მოუგო. მასპინძლებში ბუდუ ზივზივაძემ 52-ე წუთიდან ითამაშა.

ლაშა თაბაგარი