გიორგი ჩაკვეტაძე “უოტფორდის” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ ჩატარებული რამედინემე მატჩის შემდეგ, ისევ თადარიგში გადასვეს. ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურში “უოტფორდი” “როტერჰემს” ეწვია და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 58-ე წუთზე ასპრილიამ გაიტანა. “უოტფორდმა” 6-მატჩიანი მოუგებელი (3 მარცხი და ფრე) სერია დაასრულა და 44 ქულით 4-გუნდიაბ ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდსელიგის მე-19 ტურში “ვოლფბერგერმა” “ტიროლი” მიიღო და 4:1 აჯობა. მაპინძლებში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. “ვოლფბერგერი” 26 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





