ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” მეორე ამხანაგური მატჩი “ჰერკულესთან” ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ქუთასიელებიდან ერთადერთი გოლი გასული სეზონის გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი არაბიძემ გაიტანა.
განვლილ მატჩი შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ასეთი შემადგენლობა დააყენა:
გოშაძე, ტყეშელაშვილი, ნადარაია, დვალიშვილი, ელბაქიძე, აკბარი, ნინკოვიჩი, მანჯგალაძე, პირესი, არაბიძე, იმედაძე.
“ტორპედო” 17 თებერვალს ესტონეთის “ლევადიას” შეხვდება. ქუთაისელები ესპანური შეკრების ფარგლებში მეოთხე ამხანაგურ მატჩს “ვილიარეალ B”-ს წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. მატჩი 20 თებერვალს, 13:30 საათზე “ვილიარეალის” ბაზაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი





