ევროპის კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფის პირველ მატჩში გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის ბრატისლავას „სლოვანს“ შეხვდა, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ასპარეზობენ.
ავსტრიელებმა სლოვაკებ აჯობეს და 4:1 გაიმარჯვეს, ხოლო კიტეიშვილმა მაპინძლების წარმატებაში თავისი წვლილი ეიტანა. მატჩის მე-4 წუთზე ჰორვატის პასის მერე მეტოქის საჯარიმოი შეჭრილმა ბიერეტმა ახლო კუთეში გაიტანა. მე-8 წუთზე ჟმრალმა მაპინძლების მეკარესთან პირიპირ ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი როდრიგესი გაიყვანა, რომელმაც ანგარიაი გაათანაბრა. 27-ე წუთზე ჯარიმის შერულების დროს „შტურმის“ ფეხბურთელმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც აფენგრუბერმა საჰაერო ორთაბრძოლა კაშიას მოუგო და მისი გადაცემის მერე სტანკოვიჩმა თავით გაიტანა.
64-ე წუთზე ბარსეგიანმა თავის საჯარიმოში კიტეიშვილი წააქცია და მაჯი მიერ დანიშნული პენალტი ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო. მან მიმდინარე სეზონში ევროთასებზე თავისი პირველი გოლი მიითვალა, 78-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის უმცროსი ვლადიმირ ვაისი გააძევა, რომელიც მოედანზე 10 წუთის შესული იყო. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე კამარამ საბოლოო ანგარიი დააფიქსირს – 4:1.
ლაშა თაბაგარი





