ანჩელოტი: „რეალის“ მოტივაცია ყოველთვის მაღალია“

0
36

კარლო ანჩელოტის განცხადებით მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაში ყოველთვის მაღალი მოტივაცია აქვს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ფეხბურთი ისტორიაში. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად გერმანიის „ლაიფციგთან“ გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„რეალის“ მოტივაცი ყოველთვის მაღალია, რადგან ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ისტორიაში. როგორც ყოველთვის მის მოსაგებად ვიბრძოლებთ. „რეალი“ ბოლო პერიოდში სააუცხოოდ თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა გვსიამოვნებს. ძალიან კარგი დონის მეტოქეს ვუპირისპირდებით. რომელიც ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს. მზად უნდა ვიყოთ და ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში“ – ციტირებს იტალიელ სპეციალიტს უეფას ვებგვერდი.

ლაშა თაბაგარი