ეგვიპტის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ჰოსამ ჰასანი დანიშნეს.
57 წლის ჰასანი ეგვიპტის ნაკრებში 1985-2006 წლებში თამაშობდა და 176 მატჩში 68 გოლი გაიტანა. ის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან აფრიკის ეროვნებათა თასი სამჯერ მოიგო.
ჰასანმა პორტუგალიელი რუი ვიტორია შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან აფრიკის თასის 1/8-ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან მარცხის შემდეგ დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





