მანო მენეზესი საფეხბურთო კლუბ „კორინთიანსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. 61 წლის ბრაზილიელ სპეციალისტთან ერთად კარისკენ მის ასისტენტებს სიდნეი ლობოს და ფიზმომზადების მწვრთნელს დიოგო ლინიარესს მიუთითეს.
„კორინთიანსმა“ პაულისტას შტატის ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი წააგო – 7 გოლი გაუშვა და 2 გაიტანა.
მენეზესი „კორიანთიანსს“ 2023 წლის 28 სექტემბრიდან ავარჯიშებდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა.
ლაშა თაბაგარი





