ხარაიშვილი კარიერას „ქოჯაელისფორში“ გააგრძელებს

0
81

გიორგი ხარაიშვილი თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქოჯაელისფორში“ ჩაირიცხა. 28 წლის ნახევარმცველმა კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმა. ხარაიშვილი შარშან თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ხარაიშვილმა კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 4 სეზონი გამოდიოდა. ამის შემდეგ, მან შვედეთის „გიოტებორგს“ მიაშურა, რომელშიც სამი სეზონი დაჰყო, „გიოტებორგის“ მერე ხარაიშვილმა სამი სეზონი უნგრეთის „ფერენცვაროშში“ გაატარა.
ხარაიშვილს „ქოჯაელისფორში“ გიორგი ბერიძე დახვდა, რომელმაც 15 მატჩში 3 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი