ვან დეიკმა „არსენალთან“ მარცხი საკუთარ თავზე აიღო

0
41

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ მარცხი (1:3) საკუთარ თავზე აიღო.
შეხვედრის 67-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ნიდერლანდელი მცველის და ბრაზილიელი მეკარის ალისონის შეცდომის შემდეგ, გაბრიელ მარტიმელიმ ცარიელ კარში გატაანილი გოლით ლონდონელები დააწინაურა.
„ამაზე მთლიანად პასუხისმგებელი ვარ. ეს მატში გადამწყვეტი მომენტი იყო. უკეთესად უნდა მეთამაშა და სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. ახლა მტკივნეულია როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. ამ გოლამდე კარგად ვთამაშობდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით – ვდომინირებდით. „არსენალის“ გატანილი მეორე გოლის შემდეგ, ნერვული ვითარება შეიქმნა. არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, რაც ფეხბურთში ხდება. სამწუხაროდ, ჩემს კარიერაში ასეთი ეპიზოდი ბევრი იყო. ყოველთვის ვცდილობ ვისწავლო იმ სიტუაციიდან, როდესაც რაღაც ისე არ მიდის“ – ციტირებს ვან დეიკს ინტერნეტპორტალი Goal.
„ლივერპული“ 51 ქულით პრემიერლიგაში ლიდერია, ხოლო „არსენალი“ 49 ქულით მეორე ადგილზეა.