ლუკა ლაცაბიძე თბილისის “დინამოდან” დონეცკს “შახტარში” გადავიდა, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოდიან. ამის შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“დინამო თბილისსა” და დონეცკის “შახტარს” შორის ლუკა ლაცაბიძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის ახალგაზრდა მცველი კარიერას უკრაინის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.
ლუკა ლაცაბიძე “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. ამავე პერიოდში ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში იასპარეზა”.
“შახტარის” პრესსამსსახურის ინფორმაციით 18 წლის ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმა.
ლაცაბიძემ ვარჯიში ხაშურის “ივერიაში” დაიწყო, ხოლო შემდეგ “დინამოს” აკადემიას მიაშურა. ლაცაბიძემ გასულ წელს “დინამო 2”-ის რიგებში კრიტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო პირველ გუნდში 2-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





