გიორგი მიქაუტაძემ “მეცში” დაბრუნების შემდეგ პირველი საგოლე პასი მიითვალა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში მეცელები სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში უშულო კონკურენტ “ლორიანს” შინ შეხვდნენ და უქულოდ დარჩნენ.
სტუმრები მე-19 წუთზე ბამბამ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში საქართველოს ნაკრების ფორვარდის გადაცემის მერე ლამკელმა ანგარიში გაათანაბრა. 58-ე წუთზე მასპინძლების კარი კაცერიამ აიღო და დარჩენილ დროი მეტი გოლი არ გასულა. მიქაუტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო “მეცი” 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





