17 წლამდელებმა კვიპროსს მეორე ამხანაგური მოუგეს

0
38

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის კვიპროსში ადგილობრივ თანატოლებთან მეორე სპარინგი ჩაატარა და თუ პირველი დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ამჯერად ჩვენმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.
მასპინძლები მე-19 წუთზე ჰაჯილეფტერიმ დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე გიორგი მჟავანაძის პასის მერე, გიორგი გონსალვეს ჩუბინიძემ ანგარიში გაათანაბრა. 90-ე წუთზე გამარჯვების დავით გოგილაშვილმა გაიტანა, რომელმაც ნიკა ჩიქოვანის გადაცემა გამოიყენა.
მატჩის ოქმი – კვიპროსი 1:2 საქართველო
შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი – თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი:
20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | საქართველო V დანია