საქართველოს ჩემპიონი ბათუმის “დინამო” უკრაინელი მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით მშობლიურ ქალაქში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. 18 იანვარს ბათუმელები მიმდინარე წელს პირველ ამხანაგურ თამაშს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ფოთის “კოლხეთთან” ჩაატარებენ.
“დინამო” 20 იანვარიდან 2 თებერვლის ჩათვლით ზამთრის პირველ საწვრთნელ შეკრებას თურქეთის ქალაქ ანთალიაში გაივლის, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
24 იანვარს დემჩენკოს შეგირდები პოლონეთი “ტერმალიკას” დაუპირისპირდებიან, 28 იანვარს – ჩრდილოეთ მაკედონიის “შკენდიას”, ხოლო 1 თებერვალს – პოლონეთის ლუბინის “ზაგლებიეს”.
“დინამო” ზამთრის მეორე საწვრთნელ შეკრებაზე 7 თებერვალს კვლავ ანთალიაში გაემგზავრება, სადაც 21 თებერვლამდე დარჩება და ოთხ სპარინგს გამართავს.
ბათუმელები 11 თებერვალს უკრაინის კოვალიევკას “კოლოსთან” ითამაშებენ, 14 თებერვალს – ასევე უკრაინის ლუგანსკის “ზორიასთან”, 20 თებერვალს – ლატვიის “რიგასთან”, ხოლო კიდევ ერთი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

ლაშა თაბაგარი