შენგელიას 9 ქულა და “ვირტუსის” მარცხი ბელგრადში

0
45

ევროლიგის რეგულარული პირველობის მეოცე ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლონიის „ვირტუსი“ ბელგრადში თელ ავივის „მაკაბისთან“ დამარცხდა და წარმატებული სერია შეწყვიტა.
ლუკა ბანკის გუნდმა პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ შემდეგ ცუდად ითამაშა, სამივე პერიოდი დათმო და სოლიდური სხვაობითაც წააგო – 78:95.
თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და ერთი ჩაჭრა შეასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10-ს გაუტოლდა.
„ვირტუსი“ 14 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 იანვარს, თურქეთში „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრება.