წყალტუბოს ,,სამგურალმა” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით გუნდი 7 თებერვლამდე საქართველოში ივარჯიშებს და 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
8 თებერვალს ,,სამგურალი” ანთალიაში გაემგზავრება, სადაც 21 თებერვლამდე შეკრებას გაივლის. თურქულ შეკრებაზე 4 ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება. ახალწვეულებსა და შეკრებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას “სამგურალის” პრესსამსსახური მოგვიანებით გაავრცელებს.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი




