საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ “ტორპედო 2” შექმნა, რომელიც მომავალი სეზონიდან საქართველოს რანგით მე-5 ლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ ტორპედოელთა პრესსამახური იუწყება:
“ახალი სეზონიდან “ტორპედო 2” შეიქმნება, რომელიც ასპარეზობას მეხუთე ლიგიდან დაიწყებს. “ტორპედო 2”-ის საშუალებით აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება.
მთავარ მწვრთნელად გიორგი გრძელიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე “ტორპედოს” 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, მის ასისტენტად კი – შოთა ბაბუნაშვილი.
“ტორპედოში” დაბრუნდნენ კლუბის ვეტერანები ზურაბ იონანიძე და იურა კვერნაძე, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ჩაერთვებიან კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექციასა და სკაუტინგში; ამავე მიმართულებით აკადემიის საქმიანობაში”.
ლაშა თაბაგარი





