“სამგურალიდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვეს

0
62

წყალტუბოს “სამგურალი” კიდევ ერთ ფეხბურთელს დემშვიდობა. ამჯერად, საუბარი თავდამსხმელ ლადო ჩიხრაძეზეა.
“22 წლის თავდამსხმელმა ლადო ჩიხრაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყალტუბოს ,,სამგურალი” დატოვა. ლადო ჩიხრაძე ჩვენს გუნდში 2022 წლიდან თამაშობდა. გასულ წელს, ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მან 7 გოლი გაიტანა. მადლობას ვუხდით ლადოს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში”- იუწყება “საამგურალის” პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი