დე ლაურენტისი: „ეს ჩემი ბრალია“

0
84

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის წარუმატებლობა მისი ბრალია.
„მოთამაშეები და მწვრთნელი ამ სეზონზე პასუხისმგებლები არ არიან, ეს ჩემი ბრალია. იანვარში ახალ ფეხბურთელებს შევიძენთ და სიტუაციას გამოვასწორებთ“ -იუწყება დე ლარენტისის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 18 ტურის მერე 28 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი