ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც გასული სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე დასრულა ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“გიორგი ქობულაძეს, ანრი ჭიჭინაძეს, გიორგი ფანცულაიას, მაურო კაბალიეროს და ალდაირ ნეტოს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურათ და “ტორპედო” დატოვეს. მადლობას ვუხდით ფეხბურთელებს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში”.
მანამდე, “ტორპედომ” თანამდებობიდან სპორტული დირექტორი ლაშა დვალიშვილი დაითხოვა.
ლაშა თაბაგარი





