კარლო ანჩელოტიმ მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა კონტრქაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა. მას მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურებოდა. ანჩელოტი “რეალში” პირველად 2013-2015 წლებში მუშაობდა, ხოლო შემდეგ კლუბში 2021 წელს დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა 10 ტიტული მოიგეს – ერთხელ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის თასი და ერთხელ ესპანეთის სუპერთასი.
ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა, რომელაც სათავეში გავრცელებული ინფორმაციით მომავალი წლის ზაფხულში უნდა ჩადგომოდა, მაგრამ ახლა ეს უკვე გამოირიცხა.
ლაშა თაბაგარი





