„ნაპოლიმ“ წელიწადი ყაიმით დაასრულა

0
60

„ნაპოლიმ“ მიმდინარე წლის ბოლო მატჩი იტალიის სერია A-ში შინ „მონცასთან“ ჩაატარა და ისევ ვერ მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცლელად ითამაშა და თავისი გუნიდსთვის სამი ქულის მოტანაც შეეძლო.
„ნაპოლის“ 41-ე წუთზე ანგარიშის გახნის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მარიო რუი ჩაწოდების მერე კართან ახლოს მდგომმა სამბუ ანგისამ ერთი შეხებით დაარტყა და სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია, ხოლო დი ლორენცომ ძალიან არაზუსტად დაამატა.
ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ძლიერად დააარტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ „მონცას“ საჯარიმოში რასპადორისთან „კედელი“ გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ახლო კუთხეში სუსტად დაარტყა, მაგრამ დი გრეგორიომ ბურთი მოიგერია.
66-ე წუთზე ლორენცო კოლომბო „ნაპოლის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ახლო კუთხეში სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მერეტმა საიმედოდ ითამაშა. მონცელთა შეტევა გაგრძელდა და კოლპანი დარტყმის მერე მასპინძლების საჯარიმოში ბურთი ხელში მარიო რუის მოხვდა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. მატეო პესინამ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და მერეტმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ ძალიან კარგი პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ზერბინს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.
83-ე წუთზე ბონდო თავის ნახევარზე კვარაცხელიას ეუხეშა და გაღიზიანებულმა ქართველმა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს ხელი ჰკრა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა – მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი მისცა. კვარაცხელიას გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გამოექომაგა და ამისთვის წითელი ბარათი მიიღო. მატჩისთვის დამატებულ დროში მსაჯმა მის მიმართ პრეტენზიის გამოთქმისთვის „მონცას“ თავკაცი მირკო მარიჩი გააძევა. ნეაპოლელებიდან თავის გამოჩენი შანსი გაეტანოს ჰქონდა, რომელსაც დი გრეგორიომ აუღო.
საბოლოოდ, დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა და „ნაპოლიმ“ ამ სეზონში 9 საშინაო თამაშიდან მე-5 ვერ მოიგო – 4 წაგება და 1 ფრე.
ნეაპოლელები 27 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი