NBA-ს რეგულარული პირველობის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” საშინაო პარკეტზე “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდა და 117:108 იმარჯვა.
მატჩის დაწყებამდე, გახურებისას ვენდელ კარტერ ჯუნიორმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრის გამოტოვება მოუწია, სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეფარე დაბრუნდა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ბითაძემ 30 წუთში 13 ქულის, 7 მოხსნის (3 შეტევაში), 2 დაფარების და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში “ორლანდომ” 16 ქულით წინ გასვლა მოახერხა, რაც ფლორიდელთა გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.





