პსჟ „კორინთიანსს“ მოსკარდოს ტრანსფერზე შეუთანხმდა

0
50

„პარი სენ ჟერმენი“ ბრაზილიის „კორინთიანსს“ ნახევარმცველ მოსკარდოს ტრანსფერზე შეუთანხმდა, იუწყება ESPN. 18 წლის ფეხბურთელი სანაცვლოდ პარიზელები 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ახალგაზრდა ბრაზილიელი საფრანგეთის დედაქალაქში უახლოს პერიოდში ჩავა და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის „კორინთიანსის“ აღზრდილია და მიმდინარე წელს პირველ გუნდში ჩატარებულ 25 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი