ბრემერმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
60

გლეისონ ბრემერმა ტურინის „იუვენტუსთან“ ახალი კონტრქტი გააფორმა. მან იტალიურ კლუბს თავისი მომავალი 2028 წლის ზააფხულამდე დაუკავშირა. „იუვენტუსმა“ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მცველი 2022 წელს „ტორინოდან“ შეიძინა. ბრემერმა იტალიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 57 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, მან 17 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ბრემერს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2022 წლიდან იწვევენ და 3-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი