ბონუჩი „რომასთან“ კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს

0
61

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი უახლოეს ხანში „რომას“ ფეხბურთელი გახდება.
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, 36 წლის ბონუჩი ბერლინის „უნიონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მზადაა ხელფასიც შეიმციროს, რომ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდს რაც შესაძლოა მალე შეუერთდეს. ბონუჩი „რომასთან“ ხელშეკრულებას 2024 წლის მაისის ბოლომდე დადებს.
„იუვენტუსის“ ექსმცველი „უნიონში“ მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალ აგენტად გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი