„ბეტისმა“ აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა

0
59

სევილიას „ბეტისმა“ ბრაზილიის „ინტერნასიონალიდან“ ნახევარმცველი ჯონი დე სოუზა შეიძინა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების ფეხბყრთელმა კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „ბეტისს“ ჯონი დე სოუზას ყიდვა 6 მილიონი ევრო დაუჯდა.
22 წლის ამერიკელი ფეხბურთელი „ინტერნასიონალში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 144 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან აშშ-ს ეროვნულ გუნდში 9-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი