ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა. დღეს, “რესპუბლიკა ივენთ ჰოლში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2023 გაიმართა. სადაც 2023 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამოავლინეს. საპატიო ჯილდო “ნაპოლის” და ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა კვარაცხელიამ მოიგო, რონელმაც კონკურენციაში გიორგი მიქაუტაძეს (“აიაქსი”) და გიორგი მამარდაშვილს (“ვალენსია”) აჯობა.
მანამდე, ის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. გარდა ამისა, მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი გასულ სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს. კვარაცხელიამ 2023 წელს “ნაპოლისთან” ერთად სერია A მოიგო.
ხვიჩა დაჯილდოვების ცერემონიალს არ დასწრებია, რადგან ხვალ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში “მონცასთან” თამაში უწევს. აღსანინავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ზედიზედ ოთხჯერ წლის საუკეთესო ფეხბურთელი მანამდე არავინ ყოფილა.
აქვე გეტყვით, რომ GFF Awards 2023-ის ერთ-ერთი თანაწამყან საქართველოს ეროვნული ნაკრების და “კარსლრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე იყო.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ტორინოს” მცველი საბა საზონოვი აღიარეს.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის პრიზი ნათია დანელიამ მიიღო, რომელსაც კონკურენციას თეონა ბაქრაძე და მარიამ კალანდაძე უწევდნენ.
ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი და გუნდს “კვარტალი” თავკაცი ნიკა ჯანჯღავა დაასახელეს.
წლის საუკეთესო მსაჯად გიორგი ყრუაშვილი დააახელეს. ფუტსალის წლის საუკეთესო მოთაამაშედ გიორგი ღავთაძე დაასახელეს, რომელმაც ზვიად კუპატაძეს და ირაკლი თოდუას აჯობა.
ლაშა თაბაგარი





