„ლაიფციგმა“ იტალიის „ნაპოლიდან“ ელიფ ელმასის ტრანსფერი დაადსტურა. გერმანული კლუბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კონტრაქტი 2027-2028 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. 24 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს მომავალი წლის 1 იანვარს შეუერთდება. მის სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ 25 მილიონი ევრო მიიღო.
ელმასი ნეაპოლურ გუნდში 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეეთა.
ლაშა თაბაგარი





